ლარის გაუფასურება

TBC: ერთი დოლარი 2.945 ლარი ღირს

ტაბულა

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. გუშინ, 10 მარტს ლარი აშშ დოლართან 5 თეთრით გაუფასურდა.

დღეს, 11 მარტს, კომერციულ ბანკებსა და Bloomberg-ის ვალუტის გაცვლის სისტემაში ლარი კიდევ უფრო მეტადაა გაუფასურებული.

TBC ბანკში ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 2.945 ლარია. საქართველოს ბანკში დოლარი 2.9150 ლარი ღირს.

Bloomberg-ის სისტემაში კი ლარი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში დოლართან ოთხი თეთრით გაუფასურდა და კურსი ამჟამად 2.8950-ს უტოლდება.

გასული კვირების მანძილზე ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით იზრდებოდა და 2019 წლის ივნისის შემდეგ ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად იყო გამყარებული. თუმცა ბოლო დღეებში ლარი კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.

კომენტარები