Coachella

კორონავირუსის გამო მუსიკალური ფესტივალი Coachella 6 თვით გადაიდო

Entertainment Weekly

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Coachella ახალი კორონავირუსის გამო ექვსი თვით გადაიდო.

Coachella ოცი წლის განმავლობაში კალიფორნიის ქალაქ ინდიოში იმართებოდა. რამდენიმე დღის წინ მასპინძელ ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა, რის გამოც ფესტივალის ორგანიზატორებმა აპრილში დაგეგმილი ღონისძიებათა სერია ოქტომბერში გადაიტანეს. 

ფესტივალი არაერთი უდიდესი ვარსკვლავის პერფომანსს ითვლის, წლევანდელ მონაწილეებს შორის Rage Against the Machine, Thom York, FKA Twigs, Franc Ocean, Travis Scott არიან.  

კომენტარები