ეზუგბაია: გვყავს 1 მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობა არ უმჯობესდება, არც უარესდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურ კლინიკაში რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

როგორც ეზუგბაია განმარტავს, ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემებით, არ უმჯობესდება, თუმცა არც უარსდება.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტაბილური სიტუაციაა და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. დანარჩენ შემთხვევებში გვაქვს 3 პაციენტის დადასტურებული პნევმონია, დაგვემატა ახლა კიდევ მე-4 პნევმონია დადასტურებული - მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის მსუბუქი, გამოხატული სხვადასხვა კლინიკური ნიშნით და დაბალი ტემპერატურით", - ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გუშინ, 10 მარტს, კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული 12 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მსუბუქია.

კომენტარები