იმნაძე: მოვუწოდებ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან ჩამოსულებს, დარჩით იზოლაციაში

sknews.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მოუწოდებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოვიდნენ, თვითიზოლაციაში დარჩნენ.

იმნაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვები ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ირანიდან და იტალიიდან შემოსვლაზე არსებობს, თუმცა, თვითიზოლაცია ზემოთჩამოთვლი ლი ქვეყნებიდან შემოსვლის დროსაც საჭიროა.

"სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული შეზღუდვები ეხება ჩინეთს, ირანს, სამხრეთ კორეას და იტალიას. მაგრამ მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დაბრუნდნენ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, სადაც არის შიდა გადაცემა, იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და თვითონ დაიცვან პირველ რიგში თავიანთი ოჯახები და თანამშრომლები და იყვნენ თვითიზოლაციაში", - თქვა იმნაძემ ტვ იმედის ეთერში.

საქართველოში 10 მარტის ინფორმაციით კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა. იმნაძის თქმით, მათგან 2-ის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, 2-ის - საყურადღებო, კერძოდ, მათ პნევმონია განუვითარდათ. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.

9-10 მარტს კორონავირუსის ტესტი 30-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

კომენტარები