Edison Research

ჯარი, ეკლესია, უნივერსიტეტები - ვის ენდობა ხალხი ყველაზე მეტად Edison research-ის კვლევით

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე მეტად ჯარს (87%), ეკლესიას (85%), უნივერსიტეტებს (68%), ქართულ მედიას (67%) და პოლიციას (65%) ენდობა.

სახალხო დამცველს ენდობა გამოკითხულთა 58%, ადგილობრივ ხელისუფლებას - 51%, არასამთავრობო ორგანიზაციებს - 49%, პრემიერმინისტრს - 44%, ცესკოს - 41%.

ქართულ ბანკებს და ქართულ სასამართლოს მოსახლეობის 41-41% ენდობა, პროკურატურას - 39%, ხოლო მთავრობას - 38%.

Edison Research-მა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევა თებერვალში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 2 000-მა ადამიანმა მიიღო (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გარდა). გამოკითხვაში მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეარჩიეს. ფორმულას ცნობით, კვლევა 95%-იანი სანდოობისაა, ხოლო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

კომენტარები