კორონავირუსი

ჩინეთში საკარანტინო ზონად გამოცხადებული სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

Reuters

ჩინეთში კორონავირუსის გამო საკარანტინო ზონად გამოცხადებული სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 5 - დაშავდა. მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფუძიანის პროვინციაში მოხდა.

ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 42 ადამიანი გამოიყვანეს. 

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სასტუმროს მეპატრონე დაკითხვაზე დაიბარეს.

კომენტარები