კორონავირუსი

იტალიაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 247-ით გაიზარდა

GETTY IMAGES

იტალიაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 247-ით გაიზარდა. ინფორმაცია იტალიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა.  

დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვის. შაბათის, 7 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით კიდევ 36, ჯამში კი 233 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ჩინეთის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია.  

კორონავირუსით იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ნიკოლა ზინგარეტიც დაავადდა. ის თვითიზოლაციაშია.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 5,883 შემთხვევაა გამოვლენილი. 589 გამოჯანმრთელდა, 233 კი გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაში 567 ადამიანია.

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსით მსოფლიოში 105,918 ადამიანი დაავადდა. 58,625 გამოჯანმრთელდა, 3,567 კი გარდაიცვალა.

კომენტარები