კორონავირუსი

იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნიკოლა ზინგარეტის, კორონავირუსი დაუდგინდა

Guardian

იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნიკოლა ზიგარეტის, კორონავირუსი დაუდგინდა.  

ზინგარეტიმ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც დაადასტურა, რომ კორონავირუსი აქვს. მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაშია. 

ზინგარეტიმ, რომელიც იტალიური პროვინციის, ლაციოს პრეზიდენტიცაა, მოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ პანიკას და თქვა, რომ ის "მისცემს კარგ მაგალითს ინსტრუქციების შესრულებით." 

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 4,636 შემთხვევაა გამოვლენილი. 523 გამოჯანმრთელდა, 197 კი გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაში 462 ადამიანია.  

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

კორონავირუსით მსოფლიოში 104,034 ადამიანი დაავადდა. 58,559 გამოჯანმრთელდა, 3,526 კი გარდაიცვალა.

კომენტარები