კორონავირუსი

ჰუბეის პროვინციაში, ვუჰანის გარდა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

NYT

ჩინეთის ცენტრალურ პროვინციაში, ჰუბეიში, ქალაქ ვუჰანის გარდა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა 24 საათის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.  

ხუთშაბათს, 5 მარტს, ქალაქ ვუჰანში კორონავირუსი 126 ადამიანს დაუდგინეს, თუმცა, ჰუბეის პროვინციის სხვა ნაწილებში დაინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაუფიქსირებიათ.  

შემთხვევა ვირუსის აფეთქების შემდეგ პირველად მოხდა.

ჰუბეის პროვინციაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან 42 033 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 2 931 ადამიანი.

ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 100 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 56 108 ადამიანი, გარდაიცვალა - 3 461. 

კორონავირუსის ყველაზე მეტი - 80 576 შემთხვევა, ჩინეთში დაფიქსირდა. ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი დაინფიცირებული სამხრეთ კორეაშია - 6 593 ადამიანი. 

კორონავირუსით ჩინეთში 3 042 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 53 888 ადამიანი.

კომენტარები