ოჯახში ძალადობა

შვილის თანდასწრებით ცოლის ცემისთვის დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

www.geo.tv

ჭიათურაში შვილის თანდასწრებით ცოლის ცემისა და სიცოცხლის მოსპოვის მუქარისთვის დაკავებულს, 1988 წელს დაბადებულ შ.ლ - ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 4 მარტს, ჭიათურაში შ.ლ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე, მ.რ. - ზე ფიზიკურად იძალადა - სახისა და თავის არეში ხელი დაარტყა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

შ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 - ემუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტითა და 11 - 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

კომენტარები