საჩხერის კარანტინს ჩინეთიდან ევაკუირებული 23 მოქალაქე დატოვებს

ჯანდაცვის სამინისტრო

საჩხერის კარანტინს დღეს საქართველოს ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები დატოვებენ.

კარანტინში ისინი 2 კვირის წინ მოათავსეს. მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ, შესაბამისად, არც რამე სიმპტომი გამოუვლინდათ.

ჩინეთიდან 34 მოქალაქე დაბრუნდა, კარანტინში 23 მათგანი იმყოფება, ნაწილი კი, რამდენიმე დღის წინ თვითიზოლაციაში გადავიდა.

"2 კვირის წინ საქართველს მოქალაქეები ჩინეთიდან საჩხერე გარდენში გადმოვიყვანეთ. 2 კვირის განმავლობაში მათ ჯანმრთელობაზე დაკვირვება სისტემურად ხდებოდა. არანაირი სიმპტომი არ ჰქონიათ 2 კვირის განმავლობაში. დღეს ამოიწურა საკარანტინო ვადა და ისინი დღეს დატოვებენ საკარანტინო ზონას. გადავლენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში", - თქვა საჩხერე გარდენსის წარმომადგენელმა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კი 8 პაციენტია მოთავსებული. აქვთ თუ არა კორონავირუსი, მოგვიანებით დადგინდება. ლუგარის ლაბორატორიაში შესაბამისი ანალიზი უკვე გაგზავნილია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა არსებობს.

კომენტარები