ავტოსაგზაო შემთხვევა

მახათას მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

flickr

თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები