ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

"3 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ყოველდღიურად უტარდებათ გამოკვლევები", - ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალ კორონავირუსზე ტესტი ინფექციურში მყოფ 16 პაციენტს ჩაუტარდა, 16-ივე მათგანის პასუხები უარყოფითია. ისინი ინფექციური კლინიკიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

ამ დროის მონაცემებით, ინფექციურში რჩება 24 პირი, აქედან 11 პაციენტს დღეს ჩაუტარდება ტესტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

კომენტარები