კორონავირუსთან ბრძოლისთვის ირანში 54 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს

REUTERS

ციხეებში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ირანში 54 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს.

ეს შეეხებათ მხოლოდ ისეთ პატიმრებს, ვისაც ხუთ წელზე ნაკლები აქვთ მისჯილი.

სანამ ციხეს დატოვებდნენ, პატიმრებმა კორონავირუსის ტესტი გაიარეს და გირაო გადაიხადეს.

ამ დროისთვის ირანში ახალი კორონავირუსით 77 ადამიანია გარდაიცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი 2336-მდე გაიზარდა.

ჩინეთის შემდეგ, ვირუსით გარდავლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანში აღირიცხა.

გუშინ, 2 მარტს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 92 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 58 ქვეყანაში დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. დაავადებულთაგან 48 448 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები