მეუფე ანტონი

მეუფე ანტონი: ეკლესია არის მწყემსი და ახლა ცხვრები ასწავლიან მწყემსს რა უნდა გააკეთოს

გაქილიკებას რომ იწყებთ მორწმუნეთა და მღვდელმთავრის გამონათქვამების, ნუ რავიცი, საიდან ამდენი ზიზღი, საიდან ამდენი განკითხვა. თავის დროზე რაღაცა დაუშავათ ეკლესიამ თუ თვითონ გახდნენ ეგეთები, ვერ ვგებულობ. ჩვენ მივდივართ ჩვენს კალაპოტში. ვიცი, ამ სიტყვებსაც დიდი ქილიკი მოჰყვება - საერთოდ, ეკლესია განიხილება ასე: არის მწყემსი და არის ცხვარი, ახლა ცხვრები ასწავლიან მწყემსს რა უნდა გააკეთოს, სად უნდა მოძოვოს, რომელ საძოვარზე წაიყვანოს, რა გააკეთოს მწყემსმა. ფაქტიურად, თუ შეხედავ, ასე არის. ვიცი, ამასაც მოჰყვება ათასი ქილიკი, ათასი გამონათქვამი, მაგრამ რა ვქნა ახლა. ეკლესიასა და მორწმუნეებს შორის ურთიერთობას ჩვენ დავარეგულირებთ.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები