კროონავირუსი

ცერცვაძე: ინფექციურ საავადმყოფოში 35 პაციენტია, აქედან 16 ახალია, ველოდებით ანალიზის პასუხებს

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

ინფექციურ საავადმყოფოში წევს სულ 35 პაციენტი, მათგან 16 არის ახალი პაციენტი. აღებულია ნაცხის ანალიზი და გაგზავნილია გამოსაკვლევად, პასუხები იქნება დღის ბოლოს - ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა. 

ცერცვაძე ამბობს, რომ სტაბილურია იმ სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. მისი თქმით, ერთი მათგანს სიმპტომები არ აქვს, ხოლო დანარჩენ ორის მდგომარეობა კვალიფიცირდება, როგორც მსუბუქი. 

"ამ ეტაპზე ისინი არ საჭიროებენ რაიმე ინტენსიურ სამკურნალო ღონისძიებებს, იმყოფებიან მხოლოდ დაკვირვების ქვეშ და ეს აუცილებელია იმიტომ რომ უკვე მსოფლიოში არსებული პრაქტიკით აი ასეთი მსუბუქი დასაწყისი შემთხვევების მერე უახლოესი 10 დღის მანძილზე შესაძლებელია დამძიმება. მათ შორის სერიოზული დამძიმება კრიტიკულ მდგომარეობამდე"- ამბობს ცერცვაძე. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ამ დროისთვის 16 ადამიანია მოთავსებული. ჰოსპიტალის დირექტორის თქმით, რამდენიმე პაციენტის ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი. 

კომენტარები