კროონავირუსი

ვაშინგტონში მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა - მას ასობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

აშშ-ში ჯორჯთაუნის ისტორიული ეკლესიის მოძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოლუმბიის ოლქის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ყველას, ვინც ეკლესიას 28 თებერვლიდან 3 მარტამდე სტუმრობდა, თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ეს კორონავირუსის პირველი შემთხვევაა.

ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბუზერმა ყველას მოუწოდა, რომ ვისაც მოძღვართან შეხება ჰქონდა და რისკ-ჯგუფშია, 14 დღის განმავლობაში სახლიდან არ გამოვიდეს. 

"ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება მთელს მსოფლიოში და გვსურს რომ ჩვენი ქალაქი უკეთეს მდგომარეობაში იყოს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე"- თქვა მერმა პრესკონფერენციაზე. 

მოძღვარი ვირუსის მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში კვირას გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდა. 

კომენტარები