ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სერიალის Friends მსახიობები ახალი, სპეციალური გამოშვების გადაღებისთვის ემზადებიან, რომელსაც მაყურებელი მაისში იხილავს.
სანამ ფანები საყვარელი სერიალის დაბრუნებისთვის ემზადებიან, ამაზონზე გამოჩნდა Friends-ის თემატური თამაში - მონოპოლია, რომლის გამოწერაც შესაძლებელია 24, 99 დოლარად. თამაში Amazon-ზე ბესტსელერად იქცა.
თამაშის ტოკენები (ფიგურები, რომლითაც მოთამაშე თამაშობს) სერიალის პერსონაჟებს აღნიშნავენ. მზარეულის ქუდი - მონიკასთვის, დინოზავრი - როსისთვის, პიცა - ჯოუისთვის, გიტარა - ფიბისთვის, სვიტრების ნაკრები - ჩენდლერისთვის და ჩანთა - რეიჩელისთვის. ასევე თამაში დეკორირებულია შოუს კარგად ნაცნობი მომენტებით, მაგალითად: მზის სათვალიანი ინდაურით ან ფიბის ბებიის ტაქსით. მოთამაშეებს შეეძლებათ იყიდონ ყველაფერი ის, რაც Friends-ში პერსონაჟებს ჰქონდათ, მათ შორის ბინები 19 და 20 და ჯოუის ნავი.
ფოტო: EW