კოროვანირუსი

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებული 98 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

EPA

ჩინეთში, კერძოდ კი ვუხანის პროვინციაში კორონავირუსით დაინფიცირებული 98 წლის ქალი გამოჯანმრთელდა - ის სავარაუდოდ ყველაზე ასაკოვანი ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც ეს შეძლო.

98 წლის ქალი კოროვანირუსით გასულ თვეს დაინფიცირდა და საკმაოდ მაღალი სიცხეებით მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მალევე მასთან საავადმყოში გადაიყვანეს მისი 55 წლის შვილიც, რომელსაც ასევე კოროვანავირუსი აღენიშნებოდა.

ასაკოვანი ადამიანები კოროვანირუსის რისკ ჯგუფებში შედიან - ვირუსით გარდაცვლილთა 21.9% 80 წელს ზევით იყო, 8% 70 და 79 წელს შორის, 3.6% კი 60 და 69 წელს შორის. დანარჩენ ასაკობრივ კატეგორიებს ბევრად პატარა მაჩვენებლები აქვთ.

---

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 89 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 3 ათასზე მეტი ადამიანი.

დაავადებულთა უმრავლესობა, 80 ათასზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 58 ქვეყანაში დადასტურდა.

ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი, 54 ადამიანი, ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 45 393 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები