საბიუჯეტო ხარჯები

წალკის მერიამ მილიონი გადაუხადა შავ სიაში მყოფ კომპანიას ჭორვილადან

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2017-2018 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის მერიამ დაახლოებით ერთი მილიონი დახარჯა ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, რაც ჭორვილაში რეგისტრირებულმა კომპანია "კ და გ"-მ შეასრულა.

სოფელ კიზილ-კილისასა და კოხტაში ბაღების მშენებლობა 280.9 და 289.0 ათასი ლარი დაჯდა, სოფელ არწივანისა და ავრანლოს ბაღების რეაბილიტაციაში კი ბიუჯეტიდან 309.6 და 106.6 ლარი გამოყვეს. ჯამში, სამუშაოები 986 100 ლარი დაჯდა.

დღეისათვის ამ საბავშვო ბაღებიდან არც ერთი ფუნქციონირებს, რისი მიზეზიც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კომპანია "კ და გ"-ს, რომელიც 2016 წელს შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა, 2014 წლიდან დღემდე 2 867 363 ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

 

 

 

კომენტარები