ცნობილი ადამიანები

ჯენიფერ ლოპესი: დავსევდიანდი, როდესაც ოსკარზე არ წარმადგინეს

BBC.com

ჯენიფერ ლოპესმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუსში ისაუბრა, რომ დასევდიანდა, როდესაც "Hustlers"-ში შესრულებული როლისთვის 2020 წლის ოსკარზე არ წარადგინეს.

მისი თქმით, მან ამ როლისთვის ბევრი იმუშავა და წყენის მიზეზი ეს გახდა.

"დავსევდიანდი, ცოტათი სევდიანად ვიგრძენი თავი, რადგან ბევრი ვიმუშავე. ძალიან ბევრი სტატია იყო, კარგი გამოხმაურებები მივიღე, ყველაზე მეტი ჩემი კარიერის განმავლობაში, ამბობდნენ - "ის მიიღებს ნომინაციას ოსკარისთვის, ეს მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიგიჟე იქნება". ყველა სტატიას ვკითხულობდი და ვფიქრობდი, მართლა მოხდებოდა თუ არა ეს. შემდეგ ეს არ მოხდა და იმედგაცრუებული ვიყავი", - თქვა მომღერალმა.

მისივე თქმით, მთელ მის გუნდს იმედები ჰქონდა და როდესაც ფილმი ოსკარზე არ წარადგინეს იფიქრა, რომ მან ისინი დააღალატა.

"ჩემი გუნდიდან ხალხის უმეტესობა ჩემთან 20-25 წელია მუშაობს. მათ იმედები ჰქონდათ [ოსკარზე ნომინირების] და ეს უნდოდათ. ვიგრძენი, რომ ისინი დავაღალატე", - თქვა მომღერალმა.

ჯენიფერ ლოპესი დრამაში "Hustlers" ერთ-ერთ მთავარ როლს, სტრიპტიზის მოცეკვავე ქალს, თამაშობს.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირის დედა ავადაა და გოგონა სტრიპტიზის საცეკვაოდ, მანჰეტენზე ჩადის, იქ სადაც უოლ სტრიტის მგლების ფული არის დაბანდებული. სწორედ ამ ადგილას გაიცნობს ის ჯენიფერ ლოპესის გმირს, რომელიც სტრიპტიზ კლუბის მთავარი ვარსკვლავია. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის გამო მათ მოუწევთ ფული არაკანონიერი გზებით იშოვონ. 

კომენტარები