სირია

თურქეთმა ორი სირიული თვითმფრინავი ჩამოაგდო, თავდასხმა მოხდა ასადის ძალების სამხედრო ბაზაზე

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით ასადის რეჟიმის ძალების სამხედრო მანქანების კოლონასა და სამხედრო ბაზაზე თურქეთის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმისას 19 სირიელი სამხედრო დაიღუპა. სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით ასადის ძალებმა თურქეთის სამი დრონი ჩამოაგდეს.

პირველ მარტს თურქეთმა ორი სირიული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. პილოტები არ დაშავებულად, ისინი პარაშუტებით იდლიბის პროვინციაში დაეშვნენ.

სირიის სახელმწიფო მედიან გამოაცხადა, რომ ქვეყანა ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საჰაერო სივრცეს კეტავს და ნებისმიერი ხომლადი, რომელიც მას გადაკვეთს მტრულად მიიჩნევა და მას ჩამოაგდებენ.

ამის შემდეგ რუსეთმა, რომელიც ასადის რეჟიმის მხარდამჭერია, თურქეთი გააფრთხილა, რომ სირიის საჰაერო სივრცეში თურქული ხომალდების უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს.

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრა სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს სირიის იდლიბის პროვინციაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის ძალების თავდასხმას 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა და კიდევ 32 დაიჭრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რუსეთს ამ დროს საჰაერო დარტყმები არ განუხორციელებია, სირიის სამთავრობო ძალები ამბოხებულების მიმართულებით ისროდნენ და თურქეთს იმ ტერიტორიაზე საკუთარი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ მათთვის არ შეუტყობინებია. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ინციდენტის შესახებ გაიგეს თურქეთის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს, მათ შორის სირიის ძალებს მოუწოდეს თავდასხმის შეჩერებისაკენ, რათა თურქეთს დაჭილთა ევაკუაცია მოეხდინა.

თურქეთმა თავდასხმას ასადის ძალების პოზიციებზე დარტყმებით უპასუხა. თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-მა. ბრიუსელში თურქეთის თხოვნის სირიის საკითხზე კონსულტაციისათვის NATO-ს ელჩები შეიკრიბნენ.

პარალელურად რუსეთი სირიის სანაპიროსთან ორ სამხედრო ხომალდს გზავნის.

კომენტარები