ღვინო, რომელიც ბარძიმში გარდაიქმნება სისხლად, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი არის თავისუფალი ბაქტერიებისგან. ღვინოში რომ ჩააწო კოვზი, ისე როგორც სპირტში ჩააწო ეგრეა. როგორ ხდება დეზინფექცია? სპირტში ხდება და ღვინოც იგივეა... ყოველ დილას და ყოველ საღამოს ნაკურთხი წყალი ვასხუროთ სახლში. აი ამდენმა ადამიანმა შეასრულა ეს ლოცვა-კურთხევა, გააკეთეთ და არ მოგეკარებათ ეს კორონავირუსი
tbl.ge/4hoe
დაკოპირდა

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ეხმიანება საპატრიარქოს კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას, სადაც წერია, საპატრიარქო არ აპირებს, ზიარების წესი შეცვალოს. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში წერია, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს.
ამავე თემაზე
- პაპ ფრანცისკეს Covid 19-ის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს
- WHO-ს გუნდის წევრებს, რომლებმაც Covid-19-ის წარმოშობა უნდა გამოიძიონ, ჩინეთში არ უშვებენ
- ტელეწამყვანი ლარი კინგი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს
- COVID-19-ით კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 417 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 2 795 ტესტი
- ბოლო კვირაში, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა — NYT