ვლადიმერ პუტინი

პუტინი: ორეულის გამოყენება შემოუთავაზებიათ, მაგრამ არ დავთანხმდი

REUTERS

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, მისთვის ორეულის გამოყენება შეუთავაზებიათ, თუმცა, ამას არ დათანხმდა.

"თქვენ ნამდვილი ხართ?" - ჰკითხა პუტინს ჟურნალისტმა, რაზეც მან უპასუხა, რომ - კი.

"მე არ დავთანხმდი ამ სხეულის ორეულებს. ეს [შემოთავაზება] იყო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე რთულ პერიოდში," - თქვა პუტინმა 2000-იანი წლების დასაწყისში ჩეჩნეთის მეორე ომზე.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ეს მოიცავდა თუ არა სახიფათო ადგილებში მის ნაცვლად გადაადგილებას, რაზეც პუტინმა უპასუხა - "ის იქ წავიდოდა, გამოჩნდებოდა...". პუტინმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას ორეული არ ჰყოლია.

ამ პერიოდში და შემდეგ პუტინი არაერთხელ ჩავიდა ჩეჩნეთში. 

ამავე ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მობილურს არ იყენებს, თუმცა სპეციალური ოფიციალური ტელეფონით სარგებლობს, რითაც ნებისმიერ ნომერზე დარეკვა შეუძლია.

ინტერვიუს ნაწილი რუსულმა სამთავრობო მედიამ TASS 27 თებერვალს გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინი უკვე ოც წელზე მეტია რუსეთს მართავს.

კომენტარები