ვლადიმერ პუტინი

პუტინი: თუ რეპის აკრძალვა შეუძლებელია, მაშინ ის უნდა გავაკონტროლოთ

კულტურის და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭოს შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობამ რეპი უნდა გააკონტროლოს. 

"თუ მისი აკრძალვა შეუძლებელია, ის კონტროლის ქვეშ უნდა იქნეს აყვანილი. რეპი და ხელოვნების სხვა თანამედროვე ფორმები სამ რამეს ეყრდნობა - სექსი, ნარკოტიკები და პროტესტი. ყველაზე მეტად მე ნარკოტიკები მაწუხებს. ეს ერის დეგრადაციისკენ მიმავალი გზაა." - განაცხადა პუტინმა. 

პუტინმა ასევე თქვა, რომ მას აღელვებს "ცუდი ენა" რეპში, რადგან ის ახალგაზრდების გონებას რყვნის. "ჩვენ ყველას გვაქვს სხეულის გარკვეული ნაწილები, მაგრამ მათ ყოველთვის გამოსაჩენ ადგილას არ ვდებთ."- განაცხადა მან. 

პუტინის ეს კომენტარი რუსი რეპერის, "ჰასკის" დაპატიმრებას მოჰყვა. დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ ქალაქ კრასნოდარში რეპერის მიერ დაგეგმილი წარმოდგენა რამდენიმეჯერ გააუქმა. რეპერმა პერფომანსი ასობით ფანის მიერ გარშემოტყმული მანქანის სახურავზე გააგრძელა, რის შემდეგაც იგი 12 დღით დააპატიმრეს. 

კომენტარები