გიგი უგულავა

უგულავა: დაკავებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საქართველოს გამოა, არა ჩემი პერსონის გამო

მე უკვე ციხეში ვარ, ეს შემდგარი ფაქტია. მადლობა ყველას, ვინც შეიწუხა თავი, შეწუხდა საქართველოს გამო და არა ჩემ გამო, იმიტომ რომ ჩემს დაპატიმრებას მე ავიტან, ასეთი განსაცდელი მესამედ მაქვს. ციხე ყველაზე სტაბილური ადგილია, აქ არაფერი შეცვლილა, მე აქ ადამიანებთან აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა მქონდა მაშინაც და მაქვს ახლაც, არასდროს არ ვაპირებდი კონფლიქტში შესვლას, ეს ჩემი ბედისწერაა, თუ გინდათ ასე დავარქვათ. [საერთაშორისო გამოხმაურებები] უშუალოდ ჩემს პერსონასთან ნაკლებად არის დაკავშირებული, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მე ვისურვებდი ეს გამოხმაურებები ყოფილიყოს მუხრუჭი და შემდეგი დაჭერები აღარ წავიდეს, არა იმიტომ, რომ ადამიანურად არ ვუსურვებ ამ ხალხს, უბრალოდ ეს ქვეყნისთვის კიდევ უფრო მეტი კატასტროფის მომტანი იქნება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრების შემდეგ ქართული ოცნება სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა. თბილისის ყოფილი მერის საქმეს საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები და ექსპერტები გამოეხმაურნენ.

კომენტარები