ძალადობა

გუდაურის რესტორნის საქმეზე დაცვაც დააკავეს, მას მთვრალ სტუმართან დაპირისპირებას ედავებიან

მთავარი არხი

გუდაურში, რესტორან "მთვრალ ალუბალთან" მომხდარ ინციდენტზე ორი ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთი რესტორნის დაცვის თანამშრომელია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 თებერვალს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და რესტორნის დაცვის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თუმცა, უწყებაში ადასტურებენ იმას, რომ მთვრალმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეაურაცხყოფა მიაყენა ბარის მეპატრონე ქალს.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ ვ.წ. - მცხეთაში, რესტორნის დაცვის თანამშრომელი კი გუდაურში დააკავეს. მთივე ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გუდაურში, რესტორან "მთვრალი ალუბლის" მეპატრონეს თავს 23 თებერვალს დაესხნენ. მთავარი არხი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ კაცი აგრესიულია. მირანდა ესაკია ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ კაცი რესტორანში არ შეუშვეს, რის გამოც ჯერ დაცვასთან მოხდა დაპირისპირება, შემდეგ კი მას დაარტყა.

კომენტარები