ლევან გელბახიანს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წლის ევროპის ამომავაცი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.
21 წლის ქართველ მსახიობთან ერთად, ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოები კიდევ 9 მსახიობმა მიიღო.
ლევან გელბახიანი ათეულში "And Then We Danced"-ში შესრულებული როლის გამო მოხვდა.
ეს არ არის მისთვის პირველი წარმატება, რომელიც მას ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ხვდა - მაისში, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა. 2019 წლის ნოემბერში კი, გელბახიანი მინსკის კინოს ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.