კორონავირუსის გამო, თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა

თურქეთმა ირანთან დროებით საზღვარი ჩაკეტა. ამის მიზეზი ირანში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებია.

"გადავწყვიტეთ დროებით შევზღუდოთ მიმოსვლა და ჩავკეტოთ საზღვარი ირანთან, რადგან ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მზარდია ჩვენს მეზობელ ქვეყანაში", - ამბობს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 43 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 8 ადამიანი. ეს კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაფიქსირებულა.

კომენტარები