რაგბი

ქართველმა მორაგბეებმა ბელგიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 78-6 დაამარცხეს

SportAll.Ge

ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბელგიის ნაკრები ანგარიშით 78:6 დაამარცხეს. 

შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა. ბორჯღალოსნებმა პირველი ნახევარი ანგარიშით 33-6, მეორე ნახევარი კი 45-0-ით დაასრულეს.  

2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეს ქართველი მორაგბეების მესამე შეხვედრა და მესამე გამარჯვებაა. ისინი 14 ქულით ლიდერობენ.

ბორჯღალოსნები პორტუგალიის ნაკრებს 7 მარტს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები