ოპოზიციის შეხვედრა ლეიბორისტული პარტიის ოფისში

შავგულიძე: მოლაპარაკებებზე მყოფ რომელიმე პარტიაში მერაბიშვილის ყოფნა პრობლემას არ შექმნის

ტაბულა

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის თქმით, თუ ყოფილი შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გაწევრიანდება რომელიმე პარტიაში, რომელიც ოპოზიციურ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, ეს ამ მოლაპარაკებებში დისონანსს არ შემოიტანს.

ამის შესახებ პაატა შავგულიძემ ლეიბორისტულ პარტიაში გამართული ოპოზიციის მორიგი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"თუ მერაბიშვილი გაწევრიანდება რომელიმე პარტიაში და ის პარტია წარმოდგენილი იქნება ამ მაგიდაზე, არავითარ დისონანსს, არავითარ პრობლემას, ამ მაგიდის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს არ შექმნის", - თქვა შავგულიძემ.

დღეს შალვა შავგულიძემ ასევე თქვა, რომ თავისუფალი დემოკრატები არ იქნებიან კოალიციაში ან საარჩევნო ბლოკში პარტიასთან, რომლის წევრიც გახდება ვანო მერაბიშვილი.

ცნობისთვის, თავისუფალი დემოკრატები ევროპულ საქართველოსთან თანამშრომლობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციურ მოლაპარაკებებში ჩართული ეკა ბესელიას თქმით, იქ ვანო მერაბიშვილის ადგილს ვერ ხედავს და მასთან კონსულტაციებს არ აპირებს.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 20 თებერვალს, თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. მან თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა, არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიაში იქნება.

კომენტარები