ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება შემოდგომაზე არჩევნების გზით

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია ჩამოყალიბებულია ერთ აზრზე და მე მგონი, არამარტო მთელი ოპოზიცია, ქართული საზოგადოებაც ჩამოყალიბებულია იმაზე, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებამ ამოწურა თავისი რესურსი, მან არ შეასრულა თავისი დადებული პირობები და პრაქტიკულად ამ ხელისუფლების არსებობა ხელისუფლებაში პრობლემას უქმნის საქართველოს მომავალს.

მე ვთვლი, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება შემოდგომაზე არჩევნების გზით, ყველაფერი ჩაივლის ძალიან წყნარად, ქართველ ხალხს აქვს გადაწყვეტილება მიღებული

ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა მთავარის ეთერში თქვა.

კომენტარები