აშშ - რუსეთი

პესკოვი აშშ-ს: რუსი დიპლომატებისთვის ვიზების დროულად არ გაცემა პრობლემებს იწვევს

interfax

20 თებერვალს კრემლში განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუს დიპლომატებს დროულად ვიზების გაუცემლობის გამო პრობლემებს იწვევდა და გაეროში მათ მუშაობა აფერხებდა.

"ეს გაეროს მუშაობას ხელს უშლის და ეს დიდი პრობლემაა," - აღნიშნა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გასული წლლის დეკემბერში რუსეთმა აშშ მათი დიპლომატებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის ვიზების მიცემის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულა.

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში თქვეს, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩომ ვიზების არ მისცა რუსეთის სახაზინო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს, რომლებიც 3 დეკემბერს ვაშინგტონში გამართულ კონფერენციას უნდა დასწრებოდნენ.

მანამდე მოსკოვში აშშ-ის საელჩოში ამბობდნენ, რომ მოსკოვში მათ საკონსულოში საკმარისი პერსონალი არ ჰყავთ მას შემდეგ, რაც 2017 წელს რუსეთში აშშ-ის წარმომადგენლობა შემცირდა.

რუსეთის საელჩოში მიაჩნიათ, რომ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების არ გაცემა პერსონალის ნაკლებობის გამო არ ხდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთმა აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობა მას შემდეგ იხმო, რაც გაეროს სამიტზე მიმავალი რუსული დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცეს.

აშშ-მ სახელმწიფო დუმისა და ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტების ხელმძღვანელებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელზე ვიზები არ დაუშვა.

კომენტარები