მერაბიშვილის გათავისუფლება

ვაშაძე: თუ მერაბიშვილი ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ

მე მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ციხიდან. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, ის უკანონო პატიმარი იყო აქამდე, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული თანხმობა და ყველა ადამიანს, ვინც ამ ეროვნულ თანხმობაში შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა, ყველას უნდა მიეცეს ეს შესაძლებლობა.

რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ გზას, მე ნამდვილად არ ვიცი, რა გადაწყვეტილება აქვს მას. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ მისი დაკავების დღიდან მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. თუ ის ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ. ყველას ვხვდები და საერთოდ, ვფიქრობ ძალა ერთობაშია და უნდა გადავდოთ პირადი პრობლემები და პირადი საკითხები და ყველა ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ. ყველას აქვს საკუთარი სიმართლე, საკუთარი ხედვა და საკუთარი გზა.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილზე საუბრობს, რომელიც 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა.

კომენტარები