მერაბიშვილის გათავისუფლება

გახარია მერაბიშვილზე: დამხობების მცდელობები ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ, არც აწი გამოუვათ

საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი დღეს, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობა გუშინდელი დღე არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის. თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო, სიტყვასიტყვით , დავასრულებო ან შევცვლიო კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდი ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ, ეს დამხობების მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრილებების დამხობების  და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ. 

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ საუბრობს. ვანო მერაბიშვილმა დღეს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხელისუფლების შეცვლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ახარებს ოპოზიციის ერთიანობა და ერთიანი ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქვე აღნიშნა, რომ როცა ხელისუფლება დაემხობა, პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. "მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი, რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისათვის რომ ეს რეჟიმი საქართველოს წელსვე ჩამოცილდეს. მე გაძლევს გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება და ქვეყანა წავიდეს წინ."

კომენტარები