საქართველო-აშშ

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ოპოზიციასთან პოლიტიკური გარემო განიხილა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

საელჩოს განცხადებით, ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა.

შეხვედრაზე გიგა ბოკერია, დავით უსუფაშვილი, თინა ბოკუჩავა, გიორგი ვაშაძე და ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდნენ.

"ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით", - აცხადებს საელჩო.

კომენტარები