ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

ომბუდსმენი: ფსიქ. ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტებს პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლით უწევთ

სამშაბათი, 18 თებერვალი, 2020 - 10:22
სახალხო დამცველი
tbl.ge/4gaz
დაკოპირდა
სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პრობლემურია მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. ნინო ლომჯარიამ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი 14 თებერვალს მოინახულა. 

"პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ" - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომბუდსმენის ცნობით, სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს.

"ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები" - აცხადებს სახალხო დამცველი და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, დროულად უნდა მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ზრდა.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისახალხო დამცველინინო ლომჯარია

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე 50 რუსულ სამხედრო მანქანას დაარტყა
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 09:10

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე 50 რუსულ სამხედრო მანქანას დაარტყა

ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისგან იზოლაციაში მოაქცევს
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 08:27

ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს რუსეთისგან იზოლაციაში მოაქცევს

ტრამპი: ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მოეწეროს ხელი
პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 00:37

ტრამპი: ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მოეწეროს ხელი

სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 23:33

სენაკში შვილმა მამა დაჭრა

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 22:12

ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ყველაზე კითხვადი

ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
1ჯაფარიძე: ვეუბნებოდი მოსახლეობას - აიღეთ მაინერები, ნუ შვებით ამ მაინერებს
2ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ
3აშშ-მ ირანის მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენის პილოტების გადასარჩენად საზღვაო დრონი გამოიყენა
4გერმანია და საფრანგეთი ევროპული ავიაგამანადგურებლის პროექტს აჩერებენ
5ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა

ბოლო ვიდეო

ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)
ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026 - 17:14ტაივანმა წვრთნებისას ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ები გამოცადა (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში