ზალკალიანი: მადლიერი ვარ, რომ პომპეო დადგა საქართველოს გვერდით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ

"მადლიერი ვარ, რომ მაიკ პომპეო დადგა საქართველოს გვერდით რუსული ოკუპაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ", - ასე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გამოსვლას გამოეხმაურა.

"მე ვაფასებ აშშ-ს წვლილს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოსნაირ მოკავშირეებთან მტკიცე ურთიერთობების შენარჩუნების კუთხით. მადლიერი ვარ, რომ მაიკ პომპეო დადგა საქართველოს გვერდით რუსული ოკუპაციის და პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად საქართველოს პროდასავლური ინტეგრაციის ხელშეშლას ისახავს", - დაწერა დავით ზალკალიანმა ტვიტერზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მიუნხენის უსაფრთხოების 2020 წლის კონფერენციაზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა, სადაც რუსეთის მიერ საქრთველოსა და უკრაინის ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციაზეც ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ თავისუფალ და არათავისუფალ სამყაროს შორის ბრძოლაში დასავლეთი იგებდა, თუმცა ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ ქვეყნები, რომლების სუვერენიტეტს პატივს არ სცემდნენ, კვლავ იმუქრებოდნენ და "ზოგი ქვეყანა კვლავ იმპერიად ყოფნას ესწრაფვოდა".

ამ ქვეყნებში პომპეომ რუსეთი, ჩინეთი, ირანი იგულისხმა.

"რუსეთმა ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები დაიპყრო. ირანი საუდის არაბეთი ნავთობის ობიექტებს რაკეტებით აფეთქებს და მისი პროქსი ძალები ერაყში, სირიაში, ლიბანში, იემენში არსებობს. ჩინეთი ვიეტნამის, ფილიპინების, ინდონეზიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს უტევს. ჩინეთს თითქმის ყველა მეზობელთან აქვს სასაზღვრო დავა," - განაცხადა პომპეომ.

კომენტარები