მე არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგი ან ვინ იქნება მანამდე და ა.შ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შემდეგი იქნება, ვინ არ იქნება, რომელ საქმეში რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო
tbl.ge/4fvr
დაკოპირდა

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, ჰკითხეს, იქნება თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ნიკა მელია შემდეგი, ვისაც დააპატიმრებენ. პროკურატურამ მელიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, პროცესი 10 მარტს ჩაინიშნა. 7 წლის წინ აღძრულ საქმეზე 2019 წლის 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, ხოლო მეორე ეპიზოდში გაამტყუნა და 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




