ევროპარლამენტი

კალაძე: ევროპარლამენტში ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ და ამის მერე შეგვიშვეს

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "სალომე სამადაშვილის სისულელეებზე სერიოზული პასუხის გაცემაც არ ღირს". კახა კალაძეს ენმ-ის დეპუტატის იმ FB პოსტის შესახებ ჰკითხეს, რომელშიც სალომე სამადაშვილმა დაწერა, რომ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტში "ლანდებივით დადიან, არავინ იცნობს, არავის გაუგია".

"რა პასუხი უნდა გავცე სამადაშვილის სისულელეებზე, მე მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. ხო, საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არ გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან, სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, - თქვა კალაძემ.

კომენტარები