გიგი უგულავა

IRI-ის პრეზიდენტი: სასამართლო ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული

საქართველოს დემოკრატია ზეწოლის ქვეშაა. დემოკრატიაში, ადმინისტრაციულ და სასამართლ ინსტიტუტებზე სახელმწიფოს კონტროლი, დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული. დემოკრატიის არსი მდგომარეობს პარტიებს შორის ჯანსაღ პოლიტიკურ შეჯიბრში და თანაბარ თამაშის წესებში, რომელიც მიუკერძოებელი კანონის უზენაესობით იმართება. ის მდგომარეობს თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებში იმის უზუნველსაყოფად, რომ ლიდერები რჩებიან ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე და არ იყენებენ ძალაუფლებას ბოროტად, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

შეერთებულ შტატებში, ისევე როგორ საქართველოში, არსებობს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის დიდ მისწრაფებას იყოს დასავლეთის ნაწილი.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი, "ამერიკის ხმასთან" საუბარში გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი 10 თებერვალს, ე.წ. ფონდის საქმეზე 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით პატიმრობაში დააბრუნეს.

კომენტარები