თამარ ხულორდავა

ხულორდავა: ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ დადებითი განწყობა კრიტიკულმა ჩაანაცვლა

საქართველოს ევროპული გზა უალტერნატივოა. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ნიშნავს, რომ ჩვენ მყარ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ეს პროცესი ისედაც უამრავ სირთულეს შეიცავს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, აქვს უსაფრთხოებასთან, სუვერენიტეტის შელახვასთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ახალი, დამატებითი დაბრკოლებების გაჩენის ფუფუნება არ გვაქვს. ევროპულ ინსტიტუტებში, ჩვენი პარტნიორების ნდობის მოპოვებას ბევრი ძალისხმევა და ენერგია დავახარჯეთ. საქართველო უპირობო ლიდერად და წარმატების მაგალითად იყო აღიარებული, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა შეარყია ნდობა მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. გული მწყდება, რომ უაღრესად დადებითი განწყობა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ კრიტიკულმა განწყობამ ჩაანაცვლა.

საწყენია, რომ შრომით და რეფორმებით მოპოვებული ძალისხმევა საეჭვო პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო უბრალოდ იკარგება და ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის სახელი და რეპუტაცია.

Facebook-ზე წერს, ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

კომენტარები