კრიმინალი

არასრულწლოვანი გოგოს "მოტაცებისთვის" კახეთში ორი პირი დააკავეს

Getty Images

კახეთში არასრულწლოვანი გოგოს "მოტაცებისთვის" ორი პირი დააკავეს.

დაკავებულები 2003 და 2001 წელს დაბადებული პირები არიან. მათ ბრალად არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ და 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა 2004 წელს დაბადებული გოგო 5 თებერვალს მოიტაცეს.

როგორც შსს იტყობინება, სამართალდამცველებმა გატაცებული გოგონას კვალს მალევე მიაგნეს და იმავე დღეს სახლში უვნებელი დააბრუნეს.

ბრალდებულები კი პოლიციამ 8 თებერვალს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავა.

 

კომენტარები