ხანძარი ჯიქიაზე

ჯიქიას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჯიქიას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ტერიტორიაზე 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

"არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. ხანძრის ქრობას, ასევე, ართულებდა ძლიერი ქარი, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ჩაქრობა",-წერია განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩება.

კომენტარები