ჩემი და წულუკიანის ლექსიკონი ერთმანეთს არ ემთხვევა, ალბათ შემჩნეული გექნებათ საჯაროდ როგორ ვსაუბრობთ ჩვენ. ეს არქაული ქართულით მოსაუბრე ივანიშვილის ერთერთი კლოუნი, ზოგადად გამორჩეულია ქართულ პოლიტიკაში თავისი ლექსიკონით, მე ასე არ ვსაუბრობ. ჩემი და არა მარტო ჩემი, გზავნილი ერთი და იგივეა, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდა ქვეყანა დააყენა ძალიან სახიფათო გზაზე, როდესაც "გავრილოვის ღამის" შემდგომ დადებული პირობა დაარღვია, გადააგდო საზოგადოება, უთხრა, რომ ფეხებზე მკიდიხართო და შემდგომ მიმართა ძალადობას. ჩვენი ამოცანაა, რომ გონს მოეგონ და ნორმალურ, ან შედარებით ნორმალურ ვითარებაში შეეგუონ მარცხს არჩევნებში - ესაა ჩვენი გზავნილი.
გიგა ბოკერია
ბოკერია: წულუკიანი, არქაული ქართულით მოსაუბრე ივანიშვილის კლოუნი, გამოირჩევა მისი ლექსიკით
tbl.ge/4f8y
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ტვ პორველის ეთერში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ბოკერია დახურულ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს "თითის ქნევით" ეუბნებოდა, რომ არჩევნების გერმანული მოდელის არმიღების შემთხვევაში ქვეყანაში "ქვა ქვაზე არ დარჩებოდა".
ამავე თემაზე
- ბოკერია: ჩვენი ეროვნული ინტერესი უცვლელია - ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება
- ბოკერია: გათვლა იმაზე, რომ რუსეთის სამიზნე არ გავხდებით, მოღალატეობრივი უპასუხისმგებლობაა
- ბოკერია ოცნებაზე: ღალატის ხარჯზე ძალაუფლების შენარჩუნების გარდა იდეოლოგია არ აღელვებთ
- ბოკერია ჟიჟილაშვილზე: ვინც ასეთ რამეს იკადრებს, უკარებელი ჟურნალისტი უნდა იყოს
- პოპულიზმით დასჯილნი ივანიშვილის პროპაგანდის სამსახურში – გიგა ბოკერიას თვალსაზრისი




