კრიმინალი

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

სამართალდამცველებმა მოპედის ქურდობისთვის ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოპარული მოპედი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები