საპროკურორო საბჭო

კახიძე: შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელიც ივანიშვილის მითითებებს ასრულებდა

შოთაძე იყო ის გენერალური პროკურორი, რომელიც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის მითითებებს პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით, შერჩევით სამართალთან დაკავშირებით და ყველა ამ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც საზოგადოების ხელისგულზე დევს. რა თქმა უნდა მე კითხვებს დავსვამ.

თუმცა არსებითი მნიშვნელობა ივანიშვილის პირობებში, თუ ვინ დაიკავებს გენერალური პროკურორის პოსტს არ აქვს, ვინაიდან, ნებისმიერი ფიგურა იქნება მაინც პარტიის თავმჯდომარის დავალებების შემსრულებელი და არა საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი.

ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. ირაკლი შოთაძეს, რომელიც გენერალურ პროკურორობას კიდევ ერთხელ აპირებს, საპროკურორო საბჭო უსმენს.

კომენტარები