საპროკურორო საბჭო

კახიძე: საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის გახსნილი უნდა იყოს

ტაბულა

ევროპული საქართველო მიიჩნევს, რომ საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელიც 11 ივლისს გაიმართება, მედიისთვის ღია უნდა იყოს. ოთარ კახიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა ნახოს სხდომის მიმდინარეობა. კახიძე საბჭოს თავმჯდომარეს სხდომის გახსნის მოთხოვნით მიმართავს.

,, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. ოთხშაბათს, 11 ივლისს გაიმართება საპროკურორო საბჭოს სხდომა,რომელ სხდომაზეც გაესაუბრებიან მთავარი პროკურორის კანდიდატებს. იმ ფონზე როდესაც არსებობს სრული უნდობლობა პროცესის მიმართ ,რომელსაც წარმართავს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი . ევროპული საქართველო მიიჩნევს ,რომ აუცილებელია გაიხსნას საპროკურორო საბჭოს სხდომა მედიისთვის,რომ ჩვენმა საზოგადოებამ თავად იხილოს, თუ რა პროცესი გაიმართება სხდომაზე და კრიტერიუმებით აპირებს ხელისუფლება მთავარი პროკურორის შერჩევას. ევროპული საქართველო აცნობიერებს,რომ ხელისუფლება ცდილობს თავისი კანიდატის გაყვანას , მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების წინაშე მოხდეს პროცესის დემონსტრირება. როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი მივმართავ საბჭოს თავმჯდომარეს 11 ივლისის სხდომა იყოს ღია და გამჭვირვალე საზოგადოებისთვის." - ამბობს ოთო კახიძე.

კომენტარები