ჩეჩნეთი

ჩეჩენი ბლოგერი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა, საფრანგეთში მოკლეს

რამზან კადიროვი
TASS

ჩეჩენი ბლოგერი, 44 წლის იმრან ალიევი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა, საფრანგეთის ქალაქ ლილის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს. მას დანით კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

მისი ცხედარი სასტუმროს თანამშრომლებმა 30 იანვარს იპოვეს, თუმცა თავდაპირველად მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო.

პოლიციას მკვლელობასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია და არც ეჭვმიტანილები ჰყავს. პოლიციას აქვს ეჭვი, რომ მკვლელობა პოლიტიკური მოტივით მოხდა. ამის შესახებ ფრანგული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ამბობს, რომ კადიროვის კრიტიკის გამო მასაც დაემუქრნენ და ალიევის მკვლელობამდე მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთიდან ევროპაში დაქირავებული მკვლელი გაგზავნეს. აბდურახმანობის თქმით თავდაპირველად ეგონა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ინფორმაცია გერმანიის პოლიციას მიაწოდა.

ჩეჩენი ოპოზიციონერი ჟურნალისტი მუსა ტაიპოვი კი ამბობს, რომ შესაძლოა, მკვლელობის უკან კადიროვი არ იდგეს, ვინაიდან ალიევმა ბოლო პერიოდში არაერთი მუქარა მიიღო ინგუშებისაგან, რომლებიც ჩეჩნეთის საზღვარზე მის მიერ გაკეთებულმა კომენტარება გააღიზიანა.

მას ასევე მიაჩნია, რომ ალიევი ლილში მიიტყუეს, ვინაიდან მას ბელგიის პოლიცია იცავდა, ხოლო ფრანგული ქალაქი მათი იურისდიქციის გარეთმ დებარეობს.

ჩეჩნები, რომლებიც კადიროვს და ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებდნენ და ქვეყნის დატოვება მოუხდათ არაერთხელ გამხდარან დაკვეთილი მკვლელობის სამიზნეები.

კომენტარები