კონგრესმენების წერილები

თალაკვაძე აშშ-ში ვიზიტზე: კონგრესმენებს სჭირდებათ არგუმენტები, ველი საინტერესო დისკუსიას

რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ძალიან ბევრია გაკეთებული, საქართველომ გააძლიერა თავისი ინსტიტუტები. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა კონგრესის წევრებთან, ჩვენს კოლეგებთან, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი არგუმენტები და განსაკუთრებით სჭირდებათ სამომავლო გეგმები, თუ რას ვგეგმავთ ჩვენ, როგორც ხელისუფლება და რა არის ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც საქართველოს დღის წესრიგში დგას სამომავლოდ.

ბევრი დრო არ არის არჩევნებამდე დარჩენილი და მნიშვნელოვანია ამერიკელ პარტნიორებს ვუთხრათ, რა არის ის ძირითადი სამუშაო, რასაც ჩვენ შევასრულებთ.

​წერილებში გამოხატულ საკითხებზე ჩვენ გვექნება საუბარი და ამ საუბრის დიდი ნაწილი იქნება ორიენტირებული მომავალზე, თუ რა ხედვა გვაქვს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით.

არის დაგეგმილი შეხვედრები კონგრესმენების ნაწილთან, რომლებიც აწერენ ხელს განცხადებებს და მოველი, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია, არგუმენტების გაცვლა გვექნება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ტელეკომპანია "იმედთან" საუბრობს. თალაკვაძის ვიზიტი აშშ-ში 5 თებერვალს იწყება.

კომენტარები